ახალი ამბები

პრეზიდენტი ბათუმში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში დილის ოთხ საათზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად ჩავიდა. იგი ბათუმის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, რომელიც აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას ზეიმობდა.


“ისეთი განწყობა მაქვს თითქოს ახლიდან დავიბადე. ეს კიდევ ერთი ბედნიერი წუთებია საქართველოსთვის, რომელიც უახლოეს ისტორიაში ჩაიწერება და ქართველი ხალხის გამარჯვების აღმნიშვნელი იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბათუმში მყოფ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და მთავრობის სხვა წევრებს ასლან აბაშიძის რეზიდენციაში შეხვდა.  


პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში დაწესდება პრეზიდენტის მმართველობა. შეიქმნება სპეციალური დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს აჭარაში მმართველობის სამართლებრივ მოწყობას. 

Back to top button