ახალი ამბები

აბაშიძე გადადგა

 


„აბაშიძე გაიქცა, აჭარა თავისუფალია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა 6 მაისს, მას შემდეგ რაც აჭარის ავტონომიის მეთაურმა პოსტი დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.


„ეს იქნება საქართველოს აღმშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაწყება,“ – დასძინა სააკაშვილმა.


აბაშიძე, ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან ერთად გაემგზავრა.


ივანოვი ბათუმში 5 მაისს გვიან ღამით ჩაფრინდა და მოლაპარაკებები გამართა ასლან აბაშიძესთან.

მსგავსი/Related

Back to top button