ახალი ამბები

აჭარის ლიდერი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდება

აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ. მისი თქმით, იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის ჩამოსვლას ელოდება ბათუმში.


„იმედი მაქვს, იგორ ივანოვი ჩამოვა ბათუმში და მოვითათბირებთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ“, – განუცხადა ასლან აბაშიძემ 5 მაისს თავის მხარდამჭერებს.


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი თავდაპირველად თბილისში უნდა ჩამოსულიყო და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვედროდა, თუმცა, როგორც  აჭარის მეთაურმა განაცხადა, მისი თხოვნის შედეგად  იგი თავდაპირველად ბათუმში ჩავა.

მსგავსი/Related

Back to top button