ახალი ამბები

ბურჯანაძე: კრიზისი მალე დასრულდება

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 5 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის კრიზისი „სულ მალე დასრულდება“.


„იმედი მაქვს, აჭარის ლიდერი ერთადერთ სწორ ნაბიჯს გადადგამს და გადადგება. მე სატელეფონო საუბარი მქონდა აბაშიძესთან გუშინ და ვურჩიე მას გადამდგარიყო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წუთში გააკეთებდა კომენტარს აჭარასთან დაკავშირებით. „იგი ასევე გააკეთებს კომენტარს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს აბაშიძეს“, – დასძინა მან.


„რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი თბილისში ჩამოდის და შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავს ბათუმში აბაშიძესთან. მე ვფიქრობ იგი ურჩევს აბაშიძეს გადადგეს და მოსკოვში გაემგზავროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button