ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია: ვინც კონსტიტუციას დაიცავს ხელშეუხებელი იქნება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრთან ჯემალ გოგიტიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აჭარაში ის  თანამდებობის პირები, ვინც  დაემორჩილება კონსტიტუციას ხელშეუხებელი იქნებიან.

 

„ამის პირობას ვიძლევი, რომ ვინც მოექცევა კონსტიტუციურ სივრცეში ხელშეუხებელი იქნება. ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“ –  განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

 

ჯემალ გოგიტიძის თქმით, ყველაფერი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.  „რაც შეეხება ასლან აბაშიძის გადადგომას, ეს თავად ამ პიროვნების გადასაწყვეტია“ – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.

 

შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჟვანია და ჯემალ გოგიტიძე სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ფეხით გაემართნენ ქობულეთისკენ. 

 

მსგავსი/Related

Back to top button