ახალი ამბები

ევროკავშირი შეშფოთებულია აჭარაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო

ევროკავშირი 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


“კვირას, 2 მაისს, აჭარის ხელისუფლების ინიციატივით აჭარის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების დანგრევა უკიდურესად უარყოფითი ქმედებაა. თავიდან უნდა იქნას აცილებული აჭარასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა”, – ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირი მოუწოდებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და საქართველოს მთავრობას გამოიყენონ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. „ყოველგვარი მუქარა და ძალადობა დაუშვებელია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“.


ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი/Related

Back to top button