ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი აჭარაში გაემგზავრნენ

გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი დღეს აჭარაში გამგზავრნენ.


მათი ვიზიტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე იმართება აბაშიძის გარემოცვასთან, რათა დაარწმუნონ ისინი არ დაემორჩილონ აჭარის მეთაურს.


მოლაპარაკებებში პრეზიდენტი სააკაშვილი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და სხვა შუამავლებიც იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი/Related

Back to top button