ახალი ამბები

15 000 მომიტინგე აბაშიძის გადადგომას ითხოვს

ბათუმში 5 მაისს 15 000 მომიტინგე შეიკრიბა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.


„ეს ყველაზე დიდი აქციაა, რომელიც ოდესმე გამართულა აჭარაში. 15 000 მომიტინგე შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტის წინ და კიდევ უფრო მეტი ხალხი გვიერთდება“, – განუცხადა RFE/RL-ის ბათუმელმა კორესპონდენტმა ევგენი თავდგირიძემ „სივილ ჯორჯიას“.


ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა 4 მაისს შედარებით მცირერიცხოვანი აქცია დაარბია, რამაც მოგვიანებით უფრო დიდი საპროტესტო აქციები გამოიწვია.


„ნაკლებად შესაძლებელია, რომ ასლან აბაშიძე ძალას გამოიყენებს ამხელა საპროტესტო აქციის წინააღმდეგ“, – დასძინა თავდგირიძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button