ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აბაშიძეს ხვდება

5 მაის გვიან ღამით, ბათუმში, სადაც ათასობით მომიტინგე ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩაფრინდა. იგი აბაშიძესთან მართავს მოლაპარაკებებს.


როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იმედოვნებს, ივანოვი აბაშიძის გადადგომაზე დაყოლიებას შეძლებს.


დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ორჯერ ესაუბრა 5 მაისს პრეზიდენტ პუტინს და მას აბაშიძისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება სთხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button