ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი სავარაუდოდ აჭარაში გაემგზავრა

საქართველოს უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, არაოფიციალური ინფორმაციით, 4 მაისს აჭარაში გაემგზავრა.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა უარი განაცხადა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე.


„ამჟამად სად იმყოფება ზურაბ ადეიშვილი, ამის თქმა არ შეგვიძლია“, – განუცხადა მან „რუსთავი 2“-ს 5 მაისს.


თუმცა, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ აჭარის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ისინი განუდგნენ ასლან აბაშიძეს.


„ამ მოლაპარაკებებს კოორდინაციას ზურაბ ადეიშვილი უწევს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 
 

მსგავსი/Related

Back to top button