ახალი ამბები

ბრიტანელები და ამერიკელები ქართველ სამხედროებს გაწვრთნიან

ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 5 მაისს კრწანისის სამხედრო ბაზაზე დაიწყება, შემდგომ წვრთნას გაივლიან „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ჯარისკაცები.


ამერიკის საზღვაო ჯარების ოფიცერთა 12-კაციანი ჯგუფი ბატალიონების შტაბის ოფიცრებისთვის სამეთაურეო-საშტაბო სწავლებებს განახორციელებენ.


ამავე დროს, ბრიტანელების მიერ მომზადებული ქართველი ინსტრუქტორები, ხუთ ბრიტანელ სამხედრო ინსტრუქტორთან ერთად, თითოეული ბატალიონის ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის მოამზადებენ. ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა მარტში უკვე მოამზადეს 50 ქართველი სამხედრო სამშვიდობო ოპერაციებისთვის.    


პირველი შენაერთი, რომელიც აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი წვრთნის კურსს გაივლის, საჩხერეს მე-16 სამთო ბატალიონია, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ ერაყში  სამშვიდობო მისიით გაემგზავრება.

მსგავსი/Related

Back to top button