ახალი ამბები

აჭარის ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გამორიცხავს

აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე როსტომ ჯაფარიძემ 5 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის ხელისუფლება არ აპირებდა ძალის გამოყენებას ბათუმის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ.


„ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს“, – განაცხადა როსტომ ჯაფარიძემ.


აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გააფრთხილა ბათუმის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც აბაშიძის გადადგომას მოითხოვდნენ, რომ მათ წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.


„მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები შეტაკებების პროვოცირებას გეგმავენ, რაც სისხლისღვრამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 4 მაისს გვიან ღამით აჭარის ტელევიზიის ეთერში.

მსგავსი/Related

Back to top button