ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: აბაშიძე უნდა გადადგეს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკების ერთადერთ თემას მისი გადადგომის საკითხი წარმოადგენს“.


„ხიდების აფეთქების, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, მას [ასლან აბაშიძეს] ერთადერთი არჩევანი დარჩა – უნდა გადადგეს“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


საქართველოს პარლამენტმა 4 მაისს ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება, რომელშიც აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის „უპირობო გადადგომას“ მოითხოვდა.

მსგავსი/Related

Back to top button