ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უცხოულ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 4 მაისს გვიან ღამით საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და აჭარაში არსებული სიტუაცია განიხილა.


„ჩვენ მათ [უცხოულ დიპლომატებს] გავაცნობთ აჭარაში არსებული სიტუაციას“, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრამდე.


აშშ-მა უკვე დაგმო აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე და იგი საქართველოს ახალ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან სამხედრო კრიზისის პროვოცირებაში დაადანაშაულა.


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირებული მხარეები გონიერებას და სიფრთხილეს გამოიჩენენ, რათა თავიდან აიცილონ მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისს მოუწოდა თავი შეიკავოს აჭარაში ძალის გამოყენებისგან.

მსგავსი/Related

Back to top button