ახალი ამბები

ეუთო ბათუმს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სოლომონ პასიმ შეშფოთება გამოთქვა აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთობის შენარჩუნების აუცილებლობა.


„ვწუხვარ აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქების გამო და ეს ფაქტი დაუშვებლად მიმაჩნია“, – განაცხადა სოლომონ პასიმ. „მოვუწოდებ აჭარის ლიდერს თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის არა მარტო შიდა სტაბილურობას საქართველოში, არამედ უსაფრთხოებას და სტაბილორობას მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა აბაშიძეს მოლაპარაკებები განაახლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გადადგას ყველა ნაბიჯი პრობლემის მშვიდობიანად მოგვერებისთვის საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.


მან ასევე შეშფოთება გამოთქვა აჭარაში ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო.


„ძალიან ვწუხვარ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის გამო, რაც აჭარის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გამოიწვია. დაჟინებით მოვუწოდებ აჭარის ხელმძღვანელობას უზრუნველყოს პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა აჭარაში“.

მსგავსი/Related

Back to top button