ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავშეკავებისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 4 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი „უკიდურესად შეშფოთებულია აჭარაში დაძაბულობის ზრდის გამო“.


„თბილისსა და ბათუმს შორის არსებული ურთიერთობა საქართველოს საშინაო საქმეა. თუმცა, რუსეთს მიაჩნია, რომ კრიზისის მოგვარება მუქარისა და ძალის გამოყენებით აბსოლუტურად დაუშვებელია“, – აღნიშნა იაკოვენკომ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისსაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდა თბილისს კრიზისი დიალოგის მეშვეობით მოაგვაროს. ამ განცხადებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი გამოიწვია, რომელმაც საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს გეგმავდა ძალის გამოყენებას აჭარაში.  

მსგავსი/Related

Back to top button