ახალი ამბები

პარლამენტი აბაშიძის გადადგომას მოითხოვს

საქართველოს პარლამენტმა 4 მაისს ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება, რომელშიც აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებს.


„პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 მაისამდე ვადა მისცა აჭარის ხელისუფლებას აჭარაში შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აჭარის პარლამენტის და მთავრობის დათხოვნით დაიმუქრა.


„იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში რიგგარეშე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება შესაძლებელი არ იქნება, მაშინ პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით გაატაროს საქართველოს კონსტიტუციით გათავლისწინებული ყველა შესაძლებელი ზომა“, – ნათქვამი პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში.


პარლამენტმა ეს განცხადება ბათუმში 4 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ მიიღო.

მსგავსი/Related

Back to top button