ახალი ამბები

თოფაძემ პარლამენტი დატოვა

პარლამენტის სხდომაზე დღეს დეპუტატებმა „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს გოგი თოფაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით გოგი თოფაძემ პარლამენტს თავად მიმართა.


ამის მიზეზად გოგი თოფაძემ, რომელიც კომპანია “ყაზბეგის” მფლობელია, ბიზნესინტერესები დაასახელა.
 
პარლამენტმა დეპუტატის უფელბამოსილება ასევე შეუწყვიტა იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულს დავით მუმლაძეს.


დღესვე პარლამენტმა ლევან გაჩეჩილაძეს, რამაზ თედორაძეს, კონსტანტინე ბერაძისა და ზაქარია შერაზადაშვილის უფლებამოსილება სცნო.  

მსგავსი/Related

Back to top button