ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა გიგი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 3 მაისს დატოვა. 
 
“მე ვუბრნდები ისევ პარლამენტს, არჩეული ვარ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟრიტარ დეპუტატად და მე ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულებები მაკავშირებს” – განაცხადა დღეს პარლამენტში გიგი წერეთელმა.
 
გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრად 17 თებერვალს პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის არჩევის დროს დაინიშნა.


გიგი წერეთელს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი, მმართევლი პარტიის “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” წარმომადგენელი ლადო ჭიპაშვილი შეცვლის.

მსგავსი/Related

Back to top button