ახალი ამბები

აბაშიძე განიარაღებას გამორიცხავს

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 3 მაისს განაცხადა, რომ განიარაღება 10 დღის ვადაში, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოითხოვა, შეუძლებელია.


„ამ ულტიმატუმის შესრულება შეუძლებელია – ფიზიკურად შეუძლებელია რესპუბლიკის განიარაღება 10 დღის ვადაში“, – განუცხადა აბაშიძემ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტი“.


ულტიმატუმის ვადა, რომელიც სააკაშვილმა 2 მაისს აჭარაში ხიდების აფეთქების შემდეგ დააწესა, 12 მაისს იწურება.    

მსგავსი/Related

Back to top button