ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძესთან რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 მაისს კიდევ ერთხელ გამორიცხა აჭარის კრიზისის მოსაგვარებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების შესაძლებლობა. 


მიხელ სააკაშვილი 3 მაისს იმ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შეხვდა, რომლებმაც აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და თბილისში ჩამოვიდნენ. ამჟამად, ისინი თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე არიან განლაგებულნი.


პრეზიდენტმა გააფრთხილა ასლან აბაშიძე, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებაზე უარის თქმას მისთვის უარყოფითი შედეგები მოყვებოდა.


მიხეილ სააკაშვილმა ასლან აბაშიძეს 10 დღის ვადა მისცა შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებისთვის, მას შემდეგ რაც აჭარის ხელმძღვანელობამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდები ააფეთქა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი აჭარის მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნით დაიმუქრა.   

მსგავსი/Related

Back to top button