ახალი ამბები

თბილისი აჭარის კრიზისის ეკონომიკური შედეგის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 3 მაისს განაცხადა, რომ აჭარასთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს რკინიგზას და ბათუმის პორტის ნავთობტერმინალს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.


აჭარის ხელისუფლებამ 2 მაისს ავტონომიასთან დამაკავშირებელი ორი ხიდი და რკინიგზის რამდენიმე მონაკვეთი ააფეთქა.


„საქართველოს რკინიგზის შემოსვალები 70-75%-ით შემცირდება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 2 მაისს გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. 


ზურაბ ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში აჭარაში განვითარებული მოვლენები უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა დღეს განართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების შედეგად ბათუმში  ნავთობტერმინალიც შეწყვეტს მუშაობას.


ბათუმის ტერმინალს ნავთობი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან აზერბაიჯანის რკინიგზის საშუალებით მიეწოდება. 

მსგავსი/Related

Back to top button