ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს სამეგრელოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე.


„ჩვენ ვფიქრობთ სამეგრელოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რათა დავეხმაროთ რეგიონს უმუშევრობის მაღალი დონის დაძლევაში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს პარლამენტმა ორჯერ – 1997 და 2003 წელს – განიხილა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხი. საკითხს აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ლობირებდა. თუმცა, პარლამენტმა ამ საკითხს მხარი არ დაუჭერა.


პრემიერ-მინისტრმა 3 მაისს განაცხადა, რომ საუბარი არ არის ეკონომიკური ზონის შექმნაზე აჭარაში. „ეს საკითხი მხოლოდ იმ რეგიონთან მიმართებაში შეიძლება განვიხილოთ, რომელთანაც ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემები არ აქვს“, – დასძინა ჟვანიამ.


 

მსგავსი/Related

Back to top button