ახალი ამბები

აბაშიძის განცხადებით, მან ხიდები თავდაცვის მიზნით ააფეთქა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტას“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ავტონომიასთან დამაკავშირებელი ორი ხიდის აფეთქება თავდაცვის მიზნით მოხდა.


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი, რომლებიც ფოთის სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას ადმინისტრაციულ საზღვართან მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით დაბანაკდა“, – განაცხადა აბაშიძემ.


აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასევე განაცხადა, რომ ხიდების აფეთქება მიზნად ისახავდა თავდასხმის თავიდან აცილებას.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ფოთში 2 მაისს დაასრულა. სამდღიან წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს საჰაერო და საზღვაო ძალებმა, და მძიმე ჯავშანტექნიკამ. 2 მაისს წვრთნებს პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეჭრას გეგმავდა. თუმცა დასძინა, რომ საქართველოს შეიაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი ფოთში წვრთნების დასრულების შემდეგაც დარჩებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button