ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს აჭარასთან მიმართებაში.


„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჭარაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ძალის გამოყენებას აჭარის წინააღმდეგ კატასტროფული შედეგები ექნება. არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


2 მაისს აჭარის ხელმძღვანელობამ ავტონომიასთან დამაკავშირებელი ორი ხიდი ააფეთქა. სააკაშვილმა დაგმო ეს ფაქტი და მას „პროვოკაცია“ უწოდა.


„აბაშიძეს სურს, რომ ჩვენ ძალა გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ არ წამოვეგებით ამ პროვოკაციაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე.


მან 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა აბაშიძეს, რათა განაიარაღოს უკანონო დაჯგუფებები აჭარაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა.   

მსგავსი/Related

Back to top button