ახალი ამბები

აჭარასთან მიმოსვლა შეწყდა, თბილისი საპასუხო ზომებზე მსჯელობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს, რათა აჭარაში შექმნილი ვითარება განიხილოს.

ჩოლოქსა და ქაქუთის ხიდების აფეთქება 2 მაისს დაახლოებით 13 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ხიდების აფეთქება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებულების საფუძველზე მოხდა. ხიდების აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის სრული შემანდენლობით ჩოლოქიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ფოთში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნების დასკვნით ეტაპს ესწრებოდა. აფეთქებული ხიდებზე აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გადიოდა.

აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში წვრთნების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილები აჭარის ტერიტორიისკენ გადაადგილდებოდნენ.  

“არსებობდა ინფორმაცია, რომ თბილისიდან აჭარის მიმართულებით ხალხი მოემართებოდა, მათ უკან კი ფოთში წვრთნებში მონაწილე სამხედრო ნაწილები გამოჰყვებოდნენ. ამას კი ჩვენ არ დაუშვებთ. იძულებული გავხდით ხიდები ჩაგვენგრია. ეს ერთადერთი გზა იყო დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ხიდების აფეთქება არ ნიშნავს, რომ აჭარაში რაიმე დაიძაბა” – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.  

თუმცა, თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამჟამად ფოთში მყოფი შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილი იქ დარჩება.  “ფოთში წვრთნების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილის ერთი შემადგენლობა ადგილზე დარჩება” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.
 
ამჟამად დაძაბული ვითარებაა თავად ბათუმში, ქუჩებში შეიმჩნევა სამხედრო ნაწილები და ასევე შეიარაღებული დაჯგუფებები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჟურნალისტებსთვის  აკრძალული იყო ჩოლოქისა და ქაქუთის გამშვები პუნქტების გადაღება.

აჭარის შიანაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე მოუწოდებს აჭარის მოსახლეობას თავი შეიკაონ გამოსვლებისგან, რადგან აცხადებს, რომ ყველა ასეთი გამოსვლა აღკვეთილი იქნება. იგი ასევე მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეწყვიტონ ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელბიც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას თბილისსა და ბათუმს შორის.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ფოთში მყოფმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამით აჭარის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ “მართლაც აგონიაშია.”  


აღსანიშნავია, ის რომ ერთი დღით ადრე აჭარის ლიდერს დაუმორჩიულებლობა გამოუცხადა და ბათუმი დატოვა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემა და ეკოლოგიური პოლიციის უფროსმა ანზორ დუმბაძემ. ასევე თბილისში ჩამოვიდა ბათუმში გავლენიანი პიროვნება, აბაშიძის ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურმა ალექსანდერ დავითაძე.

მსგავსი/Related

Back to top button