ახალი ამბები

ჩოილოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს

დღეს დაახლოებიოთ 13 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები.
 
გავრცელებული ინფორმაციით აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სამხედრო ნაწილები აჭარის ტერიტორიისკენ გაადგილდებოდნენ.


ამჟამად დაძაბული ვითარებაა თავად ბათუმში, ქუჩებში შეიმჩნევა სამხედრო ნაწილები და ასევე შეიარაღებული დაჯგუფებები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჟურნალისტებსთვის  აკრძალულია ჩოლოქისა და ქაქუთის გამშვები პუნქტების გადაღება.

მსგავსი/Related

Back to top button