ახალი ამბები

აბაშიძეს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ ემორჩილება

თბილისში დღეს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის მოადგილე და ეკოლოგიური პოლიციის უფროსი ანზორ დუმბაძე ჩამოვიდა, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა აჭარის ხელისუფლებას და განაცხადა, რომ მზად არის ემსახუროს ქვეყნის პრეზიდენტს.


მისი განცხადებით, ბათუმში ბევრია ასევე სამართალდამცველები, რომელთაც სურთ თბილისში ჩამოსვლა და ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა.

“ამის მიუხედავად, მათ გაითვალისწინეს ჩემი რჩევა და ბათუმში დარჩნენ, რადგანაც საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა”, – განაცხადა თბილისში ჩამოსულმა ანზორ დუმბაძემ.

მსგავსი/Related

Back to top button