ახალი ამბები

ეუთოს ხელშეწყობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში იარაღი განადგურდა

ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ჯარების ინჟინრებმა 29 აპრილს საქართველოში ეუთოს მისიის პროგრამის ფარგლებში მოგროვილი იარაღი და ტყვია-წამალი გაანადგურეს.


განადგურებულ იქნა ერთი ყუმბართმტყორცნი, ტყვიამფრქვევები, 24 სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო ნამღები, ასევე ტყვია-წამალი და ყუმბარები. ეს იარაღი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა გადაცემული ბოლო 18 თვის განმავლობაში. განადგურების პროცესს ეუთოს დამკვირვებლები აკონტროლებდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button