ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაის საქართველოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ აბაშიძეს „კიდევ ერთ და უკანასკნელ შანს“ აძლევს.


მან აბაშიძისგან მოითხოვა 10 დღის ვადაში განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა აჭარაში.


„წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, დავითხოვ აჭარის ადგილობრივი მართველობის ორგანოებს და დავნიშნავ ვადამდელ არჩევნებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც 2 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქა, რის შედეგადაც აჭარასთან საგზაო მიმოსვლა შეჩერდა.


მოსახლეობას აჭარაში შესვლა, ან რეგიონიდან გამოსვლა ფეხით, შემოვლითი გზების გავლით უწევს.


„ხიდების აფეთქებით აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა ჰუმანიტარული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button