ახალი ამბები

Freedom House ქართულ მედიას ნაწილობრივ თავისუფალის შეფასებას აძლევს

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თავის ყოველწლიურ მიმოხილვაში აცხადებს, რომ ქართული მედია ნაწილობრივ თავისუფალია.


„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ასევე სოციალისტურ ბლოკში შემავალი ქვეყნებიდან, რომლებიც გაფართოებული ევროკავშირის წევრები არ არიან, არცერთი ქვეყანა არ შედის კატეგორიაში „თავისუფალი“, კატეგორიაში „ნაწილობრივ თავისუფალი“ 3 ქვეყანა შედის, ხოლო „არა თავისუფალში“ – 11“, – ნათქვამია მიმოხილვაში.


„გარდა საქართველოსი, პრესის მდგომარეობა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საკმაოდ შემაშფოთებელია“.


თუმცა, მიმოხილვის თანახმად, თავისუფლების ისედაც შეზღუდული სივრცე თბილისის ფარგლებს კიდევ უფრო მცირდება.


კერძო მედია [საქართველოში] ძლიერი ფინანსური ან პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფება, ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი/Related

Back to top button