skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტულმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის სამასამდე მხარდამჭერმა 29 აპრილს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის გადაყენებას მოითხოვდნენ.


„ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და დემონსტრაციები მალე მუდმივ საპროტესტო აქციებში გადაიზრდება“, – განაცხადა პარტიის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ საპროტესტო აქციის შემდეგ.


ცოტა ხნის წინ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე.

Back to top button