ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ესტუმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 30 აპრილს ბაქოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო.


ორგანიზაციამ, რომელიც 11 წევრ ქვეყანას აერთიანებს (ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი) რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

მსგავსი/Related

Back to top button