ახალი ამბები

თბილისი აბაშიძეს გარიგებას სთავაზობს

მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 28 აპრილს განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ძალაუფლების სანაცვლოდ უსაფრთხოება შესთავაზა.


„ჩვენ მზად ვართ აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, თუ იგი ნებაყოფლობით დატოვებს თავის პოსტს და წავა პოლიტიკიდან. მართალია, კანონიერი თვალსაზრისით ეს არასწორია [ცენტრალური ხელისუფლება აბაშიძეს კრიმინალად მიიჩნევს], მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამგვარ პოლიტიკურ კომპრომისზე პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მზის“ ეთერში 29 აპრილს.


მისი განცხადებით, ამგვარი გარიგება აბაშიძის ახლობლებსაც შეეხებათ. „აბაშიძის შიდა წრესაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების ეს კომპრომისი“, – დასძინა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, აბაშიძე უკვე ინფორმირებულია ამ წინადადების თაობაზე.


ასლან აბაშიძემ 28 აპრილს ცენტრალურ ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა.


„უნდა დავჯდეთ მრგვალი მაგიდის გარშემო და არსებული პრობლემები დიალოგის მეშვეობით მოვაგვაროთ“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.


 

მსგავსი/Related

Back to top button