ახალი ამბები

ფოთში სანაპირო დაცვის წვრთნები ტარდება

ფოთში 28 აპრილს დაწყებულ სამხედრო წვრთნებში სანაპირო დაცვის ექვსი კატარღა იღებს მონაწილეობას.


წვრთნების სცენარის მიხედვით, საქართველოს სანაპირო დაცვამ უნდა დააკავოს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ მოცურავე ხომალდები.


სანაპირო დაცვის კატარღები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ფოთში 30 აპრილიდან 2 მაისამდე დაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში. სამხედრო წვრთნებში „დიოსკურია – 2004“ შეიარაღებული ძალების 1,500 სამხედრო, ტანკები და შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას.


აჭარის ლიდერმა ასლან  აბაშიძემ უკვე გამოთქვა პროტესტი ფოთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.


თუმცა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გივი იუკურიძის განცხადებით, წვრთნები გეგმიურია და არაფერი აქვს საერთო აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან.  

მსგავსი/Related

Back to top button