ახალი ამბები

თენგიზ ასანიძე აბაშიძის წინააღმდეგ მოძრაობას ქმნის

თენგიზ ასანიძე, რომელიც აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან  აპრილის დასაწყისში გამოუშვეს, მას შემდეგ რაც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, ქმნის მოძრაობას, რომელიც აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენებას ისახავს მიზნად.


„ამ მოძრაობის ერთადერთი მიზანი ასლან აბაშიძის გადაყენებაა. მხოლოდ მისი გადაყენების შემდეგ მოგვარდება პრობლემები აჭარაში“, – განაცხადა თენგიზ ასანიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი განცხადებით, მოძრაობის შტაბბინა ფოთში განთავსდება.


თენგიზ ასანიძე 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს.

მსგავსი/Related

Back to top button