ახალი ამბები

პოლიტიკური გაერთიანება “დათვის” თავმჯდომარე დააკავეს

რუსთავის სამართალდამცველებმა პოლიტიკური მოძრაობა “დათვის” თავმჯდომარე თემურ ხაჩიშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება იარაღის უკანონო ტარებაში. თემურ ხაჩიშვილი ამჟამად რუსთავის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.


თემურ ხაჩიშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით. თემურ ხაჩიშვილი თავად ედუარდ შევარდნაძის შეწყალებით ციხიდან 2002 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც შექმნა პოლიტიკური გაერთიანება “დათვი”.

მსგავსი/Related

Back to top button