
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ში გაემგზავრნენ
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 25 აპრილს ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები აშშ-ის თავდაცვის მდივანთან დონალდ რამსფელდთან და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისთან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აშშ-სთან საქართველოს მომავალი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
აშშ-ის მიერ დაფინანსებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ბოლო ფაზა 24 აპრილს დასრულდა, მას შემდეგ რაც ბოლო ქართულმა სამხედრო შენაერთმა პროგრამის ფარგლებში წვრთნა გაიარა.