ახალი ამბები

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


სულხან მოლაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი.


თავად მოლაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.


სულხან მოლაშვილს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი სამი წლის განმავლობაში ეკავა.

მსგავსი/Related

Back to top button