ახალი ამბები

ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

როგორც მოსალოდნელი იყო დღეს პარლამენტმა, 159 ხმით ერთის წინააღმდეგ, თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩია.


„ეს პარლამენტი მზად არის განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც თითოეული მოქალაქის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს არის უნიკალური შანსი, რათა საქართველო გახდეს ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი,“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ თავმჯდომარიდ არჩევის შემდეგ.


მისი თქმით ახალი პარლამენტი არ დახუჭავს თვალს იმ შეცდომებზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება დაუშვებს.


„პარლამენტი ზედმიწევნით გააკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ჩვენს მიერ მიღებული კანონების განხორციელებას,“ დასძინა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ პირველად 2001 წელს აირჩიეს.

მსგავსი/Related

Back to top button