ახალი ამბები

აბაშიძე აჭარის უშიშროების სამინისტროს აუქმებს

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 22 აპრილს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების წინადადებით მიმართა. 


გასულ თვეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასლან აბაშიძეს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმება მოსთხოვა; თუმცა აჭარის ლიდერი არ დაემორჩილა სააკაშვილის მოთხოვნას. თბილისის განცხადებით, ავტონომიური უშიშროების ძალების არსებობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.


აბაშიძის ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული ცენტრები.


„ეს ცენტრები უშიშროების სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება. ფაქტიურად, სამინისტრო გაიყოფა ორ ნაწილად – ერთი ტერორიზმის, ხოლო მეორე ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 22 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.


„არაფერი არ შეცვლილა. მან [ასლან აბაშიძემ] მხოლოდ სახელი გადაარქვა უშიშროების სამინისტროს“, – განაცხადა პარლამენტის ახლადარჩეულმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა. 

მსგავსი/Related

Back to top button