ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურების უფროსები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ და რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ პრონიჩევმა დღეს თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.


კერძოდ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს ინფორმაციის გაცვლის თაობაზე და დოკუმენტს 2004-2006 წლებში რუსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის ურთიერთქმედების თაობაზე.


„თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთ-საქართველოს საზღვრის როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო მონაკვეთებსაც შეეხება. ჩვენ გავააქტიურებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვლადიმერ პრონიჩევმა ბადრი ბიწაძესთან შეხვედრის შემდეგ.


მხარეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაცვის საკითხში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.   

მსგავსი/Related

Back to top button