ახალი ამბები

საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგა

„ვარდების რევოლუციიდან“ ხუთი თვის შემდეგ 22 აპრილს საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.


პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა და თავის მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორგანოში ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობისა და პარლამენტის პრიორიტეტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  პარლამენტის დღის წესრიგში უნდა დადგეს საგადასახადო და სოციალური უსაფრთხოების სფეროებში რეფორმების გატარების საკითხები.


„ჩვენ გვყავს რეფორმისტული მთავრობა და რეფორმისტული პარლამენტი  – ეს ჩვენი ერთადერთი შანსია ქვეყანაში რეფორმები გავატაროთ, რაც საქართველოს ევროპასთან დააახლოებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


235-კაციანი პარლამენტის 150 დეპუტატი 28 მარტის არჩევნებზე პარტიული სიებით იქნა არჩეული. 28 მარტის არჩევნები არ შეეხოთ იმ 75 მაჟორიტარ დეპუტატებს, რომელთაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს გამარჯვება. დარჩენილი ათი მანდატი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნის.


სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობა – დემოკრატებს“ ახალ პარლამენტში 153 დეპუტატი ჰყავს. ოპოზიციური ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ მხოლოდ 23 მანდატს ფლობს.

მსგავსი/Related

Back to top button