We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან. 


მხარეები ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.


იოშკა ფიშერი ასევე დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასია – ცენტრალური აზია“, რომელიც თბილისში 23 აპრილს გაიმართება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გერმანიის ელჩების მონაწილეობით. 

Back to top button