ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით აბაშიძე აჭარაში დასაყრდენს კარგავს

პარლამენტი აჭარის საკითხს პირველივე სხდომაზე განიხილავს

ცენტრალური ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს აჭარაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა უარი თქვან ასლან აბაშიძის ბრძანებების შესრულებაზე და არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ამასობაში, ახლად არჩეული პარლამენტი თავის პირველივე სხდომაზე 22 აპრილს გეგმავს აჭარაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების მიღებას.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს უშუალოდ პოლიციელებთან, უშიშროების თანამშრომლებთან რათა არ დაემორჩილონ აჭარის უკანონო ხელისუფლებას. ასევე საუბარია იმ მძიმე ტექნიკის გადმოცემაზე, რაც ბათუმში უკანონო ფორმიერბებს გააჩნიათ“ – განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა.
 
მისი თქმით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მოხდეს მათ მიერ იარაღის ჩაბარება. ხაბაზის განცხადებით უკვე გამოჩნდნენ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების მსურველები ხულოს რაიონში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 აპრილს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს უკვე მოჰყვა კონკტერული შედეგები. „ასობით პოლიციელი უკვე აცხადებს რომ მზად არიან ცენტრალურ ხელისუფლებას დაემორჩილონ,“ – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.


„აბაშიძე სულ უფრო და უფრო ეცლება დასაყრდენი აჭარაში,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას „გააჩნია ყველა რესურსი რათა ჩაატაროს პოლიციური ღონისძიებები“ აჭარაში.


თუმცა, ბათუმში დისლოცირებული 300-კაციანი შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის მეთაურმა ცინცაძემ 21 აპრილს განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს დაემორჩილება. „ამაში არაფერია ახალი. ის უკვე დიდი ხანია რაც აღარ ემორჩილება შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – აღიარა 21 აპრილს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


თუმცა ამის პარალელურად ცენტრალური ხელისუფლების მხარეს სულ უფრო მეტი ოფიცერი გადმოდის ბათუმში განთავსებული 25 ბრიგადის შემადგენლობიდან, რომლის მეთაურმა რომან დუმბაძემ ასევე ღიად განაცხადა, რომ მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს დაემორჩილება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაახლოებით 40-მდე ოფიცირი 50-დან უკვე თბილისში იმყოფება. 


21 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 25-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილი დროებით შეიცვალა. როგორც თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა ბათუმიდან წამოსული ოფიცრებისა და ჯარისკაცების საფუძველზე თბილისში შეიქმნება 25-ე ბრიგადა.


„ბრძანებიულების მიხედვით დღეიდან ბათუმში განლაგებული 25-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობა და იარაღი თბილისში განლაგდება. მართალია პირველად ბრიგადაში ოფიცერთა ის შეამდეგლობა იქნება, რომელიც არ დეამორჩილა ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანმელობას და თბილისში ჩამოვიდა, თუმცა მათ რიგებს სხვა სამხედრო პირებიც შეემატება, მათ შორის ახალწვეულებიც“ – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა გაუგებარი რჩება როგორ მოხდება ბათუმიდან 25-ე ბრიგადის კუთვნილი იარაღის გამოტანა.


თბილისში მყოფი ოფიცრების განცხადებით, ამჟამად ბათუმში 25-ე ბრიგადაში დაახლოებით 100-მდე სამხედრო პირი და 10-11 ოფიცერი რჩება, რომელთაც შესაძლოა მალე დატოვონ ნაწილი და თბილისში ჩამოვიდნენ.


როგორც ცნობილია 25-ე ბრიგადის მეთაურმა რომან დუმბაძემ, რომელიც ოფიციალურად განთავისუფლებულია თანამდებობიდან, უარი განაცხადა დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რის გამოც 20 აპრილს დუმბაძეზე სახელმწიფოს ღალატის მუხლით სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა და უზენაეს სასამართლომ მისი დაპატიმრების სანქცია გასცა.


გაერთიენბული ოპოზიცია „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერის ედვარდ სურმანიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აჭრის ლიდერის მხრიდან რუსეთში იარაღის შეძენას არ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება. „ასეთი ინფორმაცია მართლაც გავრცელდა, თუმცა გადამოწმებული ინფორმაცია ამის თაობაზე არ გაგვაჩნია“ – განაცხადა 21 აპრილს უშიშროების მინისტრის მოადგილემა გიორგი უგულავამ. ამ ინფორმაციას აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც უარყოფს.
  
ამ საკითხების პარალელურად ხელისუფლება აჭარის მიმართებაში სამართლებრივ საკითხებსაც განიხილავს. 21 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილების საკითხები განიხილეს.


ასევე აჭარა მთავარი განხილვის თემა იქმება ახლად მოწვევის პარლამენტისთვის, რომლის პირველი სხდომა 22 აპრილს გაიმართება.


„ნაციოანლური მოძრაობა – დემოკრატების“ წევრს, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილს მომზადებული აქვს კანონპროპექტი აჭარის რეგიონთან მიმართებაში, სადაც მთავარი საკითხი აჭარის მეთაურის სტატუსის გაუქმებაა. ამ კანონპროექტს დეპუტატი დავით ბერძენიშვილი განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.

მსგავსი/Related

Back to top button