ახალი ამბები

ხულოსა და ქობულეთში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება

აჭარის რეგიონის ორ რაიონში ხულოსა და ქობულეთში 18 აპრილს დანიშნული ხელახალი საპარალმენტო არჩევნები არ შედგება. ამის შესახებ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხდა. მან მთელი პასუხისმგებლობა აჭარის ხელისუფლებას დააკისრა.


“აჭარაში მოშლილი არის კონსტიტუციური წესრიგი. მაშინ როცა ვითარებას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ და კომისიის წევრებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, არჩევნების ჩატარება შეუძლებლად მიმაჩნია” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მისი თქმით, ის რომ არჩევნები 18 აპრილს ქობულეთსა და ხულოში არ ტარდება ამჟამად თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბული ვითარების გამო არ ხდება, ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც აჭარის ლიდერს არ სურდა 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.


ცსკ-ს თავმჯდომარე მოითხოვს ქვეყნის ხელისუფლებისგან აჭარაში კონსტიტუციური უფლებები აღადგინოს.


ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები ცსკ-მ 28 მარტის არჩევნებზე  დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო გააუქმა და 18 აპრილს ხელახალი არჩევნები დანიშნა.


ამ მიზნით 13 აპრილს ქობულეთსა და ხულოში ცსკ-ს სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ მუშაობის საშუალება არ მისცეს. 14 აპრილს აჭარაში ასევე არ შეუშვეს ცსკ-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. მოსახლეობა უარს აცხადებს ხელხალ არჩევნებში მონაწილეობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button