ახალი ამბები

თბილისი ბათუმთან დაპირისპირებაში საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რადიკალური ნაბიჯებისგან თავს იკავებს და აჭარის ავტონომიასთან არსებული დაძაბულობის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აბაშიძეზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

14 აპრილს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც 13 აპრილის მოლაპარაკებებისას ვერ შეძლო ასლან აბაშიძის განიარაღებაზე დაყოლიება, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს დაავალა სპეც-ჯგიფის შექმნა, რომელიც ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაცეიბთან აჭარის საკითხის მოგვარების მიზნით. 

“აჭარის საკითხთან დაკავშირებით უფრო აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ ამ პროცესში და ერთობლივად მოხდეს გამოსავლის პოვნა” – განაცხადა 14 აპრილს ზურაბ ჟვანიამ მთავრობის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ჟურნალისტებისთვის ხშირად მართავს ბრიფინგებს, ამ დრომდე ბათუმის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის საკითხის მოგვარებაში საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას უკვე იღებს საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მუდმივი წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი, რომელიც გასულ კვირას ბათუმში გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის უშვალო დავალებით სისტემატურ შეხვედრებს მართავდა ასალნ აბაშიძესთან და 13 აპრილს ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.

მოლაპარაკებების შემდეგ ნიკოლოვმა იმედი გამოთქვა, რომ „მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება“ და საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება. ამისათვის კი ევრპის საბჭოს წარმომადგენელი საჭიროდ ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის მომზადებას მიიჩნევს, რომლის შესახებაც მხარეებს 13 აპრილის მოლაპარაკებებისას უნდა ემსჯელათ. თუმცა საქმე აქამდე არ მისულა, რადაგანაც შეთანხმება ერთ-ერთ მთავარ საკითხზე მოსახლეობაში დარიგებეული იარაღის ამოღებაზე ვერ მოხერხდა. ასალნა აბაშიძემ ამ პროცესის დაწყებაზე უარი განაცხადა.
 
როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედება ხელისუფლების მხრიდან კრიზისის მშვიდობიანი გზებით დაძლევის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს.
 
“ხელისუფლების მხრიდან ყველა მშვიდობიანი ხერხი უნდა იქნეს გამოყენებული რათა, საკითხი მოგვარდეს, მათ შორის ეფექტურია საერთაშორისო ფრონტზე გასვლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის გამართვა, რათა ასლან აბაშიძეს დასაყრდენი და იმედი აღარ ჰქონდეს უცხო ქვეყნების” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საურბისასა „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა.


დარჩიაშვილის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი. მისი თქმით აუცილებელია თბილისმა მოსკოვიდან ამ ბაზის ნეიტრალიტეტის მყარი გარანტიები მიიღოს.


“არ უნდა დაგავიწყდეს ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, მართალია ამჟამად რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს საშინაო საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ ამის მყარი გარანტია არ არსებობს. ამას ერთვის რუსეთიდან დაქირევებული შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა აჭარაში, რომელბიც ამაჟამად არ ჩანან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელად გამოჩნდებიან” – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.


არსებულ სიტუაციაში ცენტრალურმა ხელისუფლება არ მიმართავს ერთხელ უკვე ნაცად ხერხს – ეკონომიკურ ბლოკადას.


16 მარტს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ესკორტი აჭარაში არ შეუშვეს, თბილისმა აჭარაზე ეკონომიკური სანქციები დააწესა. ჩაიკეტა აჭარის საზღვრები, შეწყდა ტვირთის მიმოსვლა სარფის საბაჟოზე და გემების შემოსვლა ბათუმის პორტში. ოთხდღიანი ბლოკადის შემდეგ აჭარის ლიდერი დათმობაზე წავიდა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა. მაშინ აბაშიძე ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე პრეზიდენტის წარმომადგენლების შეშვებაზეც განაცხადა თანხმობა. სხვათა შორის 13 აპრილს პრეზიდენტის წარმომადგენლები აჭარაში აცხადებდნენ, რომ მათ პორტსა და საბაჟოზე მუშაობისას პრობლემები არ შეხვედრიათ.


“ამ ტაქტიკის გამოყენება მაშინ ეფექტური იყო, რადგანაც ეს დროში გაწელილი არ იყო და ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი არ განუცდია. ამჟამად კი ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადება როგორც ჩანს დროში უფრო გაწელილი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ნიკო ორველაშვილმა.
 
სხვათა შორის განიარაღების პირობა ასლან აბაშიძე სწორედ სააკაშვილთან 18 მარტს ბათუმში გამართული შეხვედრისას დადო. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის მოსახლეობაში დარიგებული ავტომატური იარაღის ამოსაღებად, რომლის რაოდენობა სხვადასხვა ინფორმაციით 2000-3000-ია, ფულის გადახდაც ითავა – 500 ლარი ერთი ავტომატის სანაცვლოდ. თუმცა ექსპერტები ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ.


“აჭარის მოსახლეობა ამჟამად იარაღს არ ჩააბაერბს, რადგანაც შიში აქვთ ჯერ აჭარის ხელისუფლების და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების,  მათ არ ააქვთ ხელშეუხებლობის გარანტია. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დაიწყოს იარაღის ჩაბარება საჭიროა პროპაგანდა” – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
   
თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განიარაღების საკითხი მხოლოდ უბრალო მოსახლეობისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებამდე არ დაიყვანება.


ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, ასლან აბაშიძის განკარგულებაშია 1500 კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული პირი, ოთხი T-72 საბრძოლო ტანკი, ერთი სამხედრო თვითმფრინავი, ქვემეხები და ერთი ვერტმფრენი, ასევე სამხედრო კატარღა.


ამას ემატება ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადასთან დაკავშირებული პრობლემა. მართალია თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იგი აკონტროლებს 25-ე ბრიგადას, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება. ბრიგადის მეთაური რომან დუმბაძე თავადაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ არ ემორჩილება და კვლავ თანამდებობაზე იყოფება. იგი ასლან აბაშიძის ერთ-ერთი მოკავშირე და მხარდამჭერია.
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს უზენაესი საბჭოს დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება აჭარაში განიარაღების დაწყება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობით უფლება აქვს შეაჩეროს თვითმართევლობის ან ტერიტორიული ერთებულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. 


თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ აბაშიძე, რომელიც განიარაღებაზე არ თანხმდება, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაუშვას აჭარაში.

მსგავსი/Related

Back to top button