ახალი ამბები

1 სექტემბერს რუსთაველზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ძეგლი დაიდგმება

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი  1 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაიდგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა 9 აპრილის სახელობის ბაღში სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის ანატოლი სობჩაკის ბიუსტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.


პრეზიდენტის განცხადებით, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს სახელოვანი წინაპრების შესახებ. ძეგლი სწორედ იმ ადგილას დაიდგმება, სადაც 15 წლის წინ,  9 აპრილის, ტრაგედია მოხდა. პრეზიდენტის თქმით, მერიამ ძეგლის შესაქმნელად ხელახალი კონკური უნდა გამოაცხადოს.


9 აპრილს რუსთავლის გამზირზე საბჭოთა ჯარის მიერ მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 15 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა შესაბამისი მემორიალის დადგმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button