ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელებმა დღეს პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე 15 წლის წინ დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა ჯარმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მიტინგი დაარბია. დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა.


რუსთაველის გამზირზე მთავრობის წარმომადგენელბი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები გვიან ღამით მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს პარლამენტის შენობის წინა ადგილი, სადაც უნდა დაიდგას მემორიალი დაღუპულთა პატივსაცემად. 


დღეს კი ეს ადგილი ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, მოგვიანებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოინახულეს.

მსგავსი/Related

Back to top button