ახალი ამბები

აფხაზეთში ქართველი მძევლები გაათავისუფლეს

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში მძევლად აყვანილი  25 ქართველი ერთდღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.


ქართული მხარის განცხადებით, აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 7 აპრილს გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში შეიჭრნენ და  ეთნიკური ქართველები გაიტაცეს.


მძევლები ქართული მხარის მიერ ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე (ქართული და აფხაზური მხარეები, დსთ-ს სამშვიდობოები და გაეროს დამკვირვებლები) გაკეთებული კატეგორიული მოთხოვნის შედეგად გაათავისუფლეს.


გალის რაიონში არსებული უსაფრთხოების პირობები კვლავ სავალალოა. ზემო ბარღების დარბევა ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო თავდასხმებისა იმ სერიისა, რომელიც გალში ეთნიკურ ქართველებზე ხორციელდება.

მსგავსი/Related

Back to top button